ვეღარ გატარებ ტკივილიანს
აღარც შემიძლია.
სულმა მოწყალება ცაში მოიძია,
არვინ შეიწირა.
უშენოდ ვსწავლობ სიცოცხლეს
მწარე სინანულო,
უშენოდ ნუ მომკლავ ოღონდ
ჩემო სიყვარულო.
შავი ნიაღვარი გადაივლის,
ქარიც გაიბნევა,
სნეული, სული,
მიტევების სევდით აივსება,
ფრთა მოტეხილი შევარდენი
ისევ აფრინდება,
სიტყვა შურიანი
წმიდა კარიბჭესთან
კიდევ დაფიქრდება.
გადაქანცული, გზაარეული
დავათრევ სევდას,
გოლგოთას ზარი
სამგლოვიარო მუსიკას რეკავს,
ტაძრის კედელთან
დამსხვრეული იმედი ფეღქავს.
შენი სახელი
ლოცვასავით მე უნდა მეთქვა.
დაუსრულებელ მოლოდინში შემომაღამდა,
მონატრება აღსარებამ შემომღაღადა,
უშენოდ ვიწყებ სიცოცხლეს,
მწარე სინანულო,
უშენოდ ნუ მომკლავ ოღონდ,
ჩემო სიყვარულო.